გრანტები
გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)
საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლების, დისტრიბუტორებისა და საწარმოებისთვის
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2025 წლის 3 მარტი.
საგრანტო პროექტის აღწერა
„გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ არის სამწლიანი (2023-2025) პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ (წამყვანი ორგანიზაცია), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შეარჩევს მერძევეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლებს, დისტრიბუტორებს და საწარმოებს, სულ 16 ბენეფიციარი პროექტის სამიზნე რეგიონებიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ბიზნესის გაფართოებით.
თითოეული მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლის, დისტრიბუტორისა და საწარმოსთვის განსაზღვრულია დაფინანსება მინიმუმ 3000 ევრო მაქსიმუმ 5000 ევრო ექვივალენტი ლარში 30%-იანი თანამონაწილეობის ჩათლით (იმ დღის ოფიციალური გაცვილითი კურსის გათვალისწინებით).
პროექტის მხარდამჭერი
პროექტი დაფინანსებულია-ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში
საინფორმაციო შეხვედრები
- 7 თებერვალი – თელავი, სასტუმრო ჰოლიდეი ინნი (ნინოშვილის ქ. #5), 13:00 საათი
- 11 თებერვალი – ქუთაისი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ოფისი (რუსთაველის #46), 14:00 საათი
- 12 თებერვალი – ამბროლაური, აგრობიზნეს ცენტრი (აღმაშენებლის ქ. #24), 13:00 საათი
- 13 თებერვალი – ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი (ნინოშვილის ქ. #5), 13:00 საათი
გააძლიეროს სამიზნე რეგიონებში მეცხოველეობის (მერძევეობა) და მეფუტკრეობის სფეროში ჩართული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ფერმერები;
მერძევეობისა და მეფუტკრეობის ღირებულებათა ჯაჭვის მხარეების პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნითა აღჭურვა;
სურსათის უვნებლობის საქმიანობის შესაბამისობის გაუმჯობესება ვეტერინარიისა და სანიტარული/ფიტოსანიტარული ნორმების კუთხით;
მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელის მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, მათი ყიდვის გაცნობიერებული ხელშეწყობის მიზნით.
სოფლად სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემოსავლების ზრდის გზით.
მერძევეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლების და დისტრიბუტორების საგრანტო პროექტის ეტაპები
საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ზომის შემგორვებელების და დისტრიბუტორების მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- ბიზნეს გეგმების წარდგენა
- ბიზნეს გეგმების შეფასება (მონიტორინგი და გასაუბრება)
- გამარჯვებულ ბენეფიციარებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
- ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება
- აღჭურვილობის შესყიდვა და შესყიდული ინვენტარის ბენეფიციარებისთვის გადაცემა
ფერმერები, რომლებსაც აქვთ სურვილი განაცხადი გააკეთონ საგრანტო კონკურსზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს სრულწლოვან მოქალაქე, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და სახელმწიფოს წინაშე არ გააჩნია რამე სახის დავალიანება;
- ბიზნესის განხორციელების ადგილი უნდა მდებარეობდეს პროექტის სამიზნე ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).
- საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულებას იღებს თანამონაწილეობის თანხა (მოთხოვნილი დაფინანსების მინიმუმ 30%), ჩარიცხოს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანგარიშზე (GFA), საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
- ფერმერებმა, რომლებმაც ამავე პროექტის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება სადემონსტრაციო ფერმის მოწყობის მიზნით ეზღუდებათ აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა.
- ფერმერებმა, რომლებმაც ამავე პროექტის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება სადემონსტრაციო ფერმის მოწყობის მიზნით ეზღუდებათ აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა.
დამატებითი მოთხოვნები:
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- განმცხადებელს უნდა ჰყავდეს 10-მდე დასაქმებული
1. ბიუჯეტით დაგეგმილი შესასყიდი საშუალებების მომწოდებლების ნუსხა და ინვოისი;
2 . პირადობის მოწმობის ასლი/ასლები;
3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შპს, კოოპერატივის შემთხვევაში)/მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციის მოწმობა (ინდივიდუალური განმცხადებლის შემთხვევაში)/ფიზიკური პირი გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
4. ბიუჯეტის დაზუსტებული ფორმა – შესასყიდი საშუალებების ჩამონათვალი და ღირებულება;
5. საკუთრების ფლობის უფლება (მესაკუთრეს შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული, იჯარის შემთხვევაში – მინიმუმ 2 წლიანი წინარე საიჯარო ხელშეკრულება, ოჯახის წევრის მფლობელობის შემთხვევაში – დროებით სარგებლობაში გადმოცემის დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, მინიმუმ 3-5 წლიანი).
6. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან და/ან გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის
(ბიზნესოპერატორად აღიარება) ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. პირველადი წარმოების არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარს მოეთხოვება GeoGAP-ის სტანდარტის დანერგვა. სერტიფიცირებისთვის საჭირო ლაბორატორიული ანალიზების ხარჯები დაიფარება პროექტის მიერ, ხოლო ფერმერი ვალდებულია გადაიხადოს მასერტიფიცირებლის თანხა 350 ლარი.
1. ვის შეუძლია მონაწილეონის მიღება?
ნებისმიერ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე.
2. რა ფინანსდება საგრანტო პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის (მერძეული) და მეფუტკრეობის მიმართულებით?
გრანტის ფარგლებში ფინანსდება შემგროვებელი პუნქტებისთვის, დისტრიბუციისთვის და საწარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც ემსახურება სურსათის უვნებლობის და სანიტარული/ფიტოსანიტარული ნორმების გაუმჯობესებას.
3. პროექტის ფარგლებში დაუშვებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:
(შენიშვნა: პროექტით განსაზღვრულია ფერმერის ფინანსური კონტრიბუცია 30%_ის ოდენობით (თანამონაწილეობა). შესაბამისად ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობები არ ჩაითვლება თანამონაწილეობად:
· შენობის აშენება;
· ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
· გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები;
· სესხები და სესხების მომსახურების ხარჯები;
· საპროცენტო გადასახადები ან ვალი;
· კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი;
· მოსაკრებელი, ჯარიმა, საურავი და პირგასამტეხლო;
· დანაკარგები ან მოსალოდნელი მომავალი ვალდებულებები;
· საწარმოს წილების/აქციების შეძენა;
· სესხის ან კრედიტის გაცემა;
· უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის) შეძენა;
· ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები, როგორიცაა პერსონალის ხელფასები, სამივლინებო ხარჯი, საოფისე ფართის ქირა, კომუნალური ხარჯები და ა.შ.
· ბიოლოგიური აქტივის შეძენა (მაგ.. მსხვილფეხა პირუტყვი; ფუტკრის ოჯახები);
· გრანტის მიმღების მიერ სხვა პროექტსა ან სამუშაო პროგრამაზე წარსულში გაწეული ხარჯები
· სატრანსპორტო საშუალების შეძენა, გარდა სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებებისა, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის
· სხვა ყველა ხარჯი, რომელიც შეიზღუდება ხელშეკრულებით
4. რამდენია საგრანტო თანხის მოცულობა?
მინიმუმ 3000 ევრო მაქსიმუმ 5, 000 ევრო ექვივალენტი ლარში 30%_იანი თანამონაწილეობის ჩათლით (იმ დღის ოფიციალური გაცვილითი კურსის გათვალისწინებით).
5. რა დოკუმენტები მოეთხოვება საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე?
1. ბიუჯეტით დაგეგმილი შესასყიდი საშუალებების მომწოდებლების ნუსხა და ინვოისი;
2 . პირადობის მოწმობის ასლი/ასლები;
3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შპს, კოოპერატივის შემთხვევაში)/მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციის მოწმობა (ინდივიდუალური განმცხადებლის შემთხვევაში)/ფიზიკური პირი გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
4. ბიუჯეტის დაზუსტებული ფორმა – შესასყიდი საშუალებების ჩამონათვალი და ღირებულება;
5. საკუთრების ფლობის უფლება (მესაკუთრეს შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული, იჯარის შემთხვევაში – მინიმუმ 2 წლიანი წინარე საიჯარო ხელშეკრულება, ოჯახის წევრის მფლობელობის შემთხვევაში – დროებით სარგებლობაში გადმოცემის დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, მინიმუმ 3-5 წლიანი).
6. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან და/ან გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის (ბიზნესოპერატორად აღიარება) ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. რა დამატებითი მოთხოვნებია მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლების და დისტრიბუტორების დაფინანსებისთვის?
მეფუტკრეობის და მერძევეობის მიმართულებით მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლების და დისტრიბუტორების დაფინანსებისთვის დამატებით საჭიროა მონიტორინგის ჯგუფის დადებითი დასკვნა, რაც გულისხმობს შემდეგს:
ბიზნეს გეგმის ტექნიკური გადარჩევის შემდეგ (ბიზნეს გეგმა შევსებული უნდა იყოს სრულად წესების დაცვით, ფოტოებთან ერთად), მონიტორინგის ეტაპზე გადასულ ფერმებში მონიტორინგის ჯგუფი ჩავა კონკრეტული განმცხადებლის ობიექტზე შემოწმების მიზნით. ფერმა თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ბიზნეს გეგმაში მითითებულ ინფორმაციასთან. მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადებული უარყოფითი შეფასება ანულებს განმცხადებლის აპლიკაციას და ბენეფიციარი ავტომატურად გამოეთიშება საგრანტო კონკურსს.
7. დამატებით რა მოეთხოვება დაფინანსებულ ბენეფიციარს?
GeoGAP-ის სტანდარტის დანერგვა ფერმაში (არსებობის შემთხვევაში), რომლის ღირებულება უნდა დაიფაროს ბენეფიციარის მიერ;
8. რამდენ წლიანი გამოცდილება სჭირდება მერძევეობის/მეფუტკრეობის მიმართლებით აპლიკანტს?
· მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
· უნდა ჰყავდეს 10-მდე დასაქმებული
9. რეგისტრაციის მოთხოვნა
ბენეფიციარი ვალდებულია მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბიზნესოპერატორად აღიარება (არ არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ განაცხადს თან უნდა ერთოდეს ბიზნესის განხორციელების ადგილიდან ფოტოები, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს ნათელი წარმოდგენა შეიქმნას ბიზნესის მდგომარეობის ან/და მისი განვითარების პოტენციალის შესახებ. ფოტომასალის გარეშე განაცხადი არ განიხილება!
ბიზნეს გეგმის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 მარტი.
განაცხადის ფორმა იხილეთ ვებ გვერდზე : www.grants.gfa.org.ge
განაცხადების მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ პლატფორმაზე: www.grants.gfa.org.ge
განმცხადებლის მიერ განაცხადის ფორმაში მითითებულ პლატფორმაზე ატვირთული და გაგზავნილი ბიზნეს გეგმა და ფოტომასალა ჩაითვლება ჩაბარებულად.
ბიზნეს გეგმის სააპლიკაციო ფორმა უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი PDF ფორმატში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება და შევსებისას გამოიყენოთ მხოლოდ ქართული სიმბოლოები.
დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას
ცხელ ხაზზე: 032 2 193 003 (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი)