„ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების განხორციელებაში დახმარების ტექნიკური ჯგუფი” იწყებს უფასო ტრენინგების სერიას სახელწოდებით „Equality Lab: შრომითი უფლებები და თანასწორობის პოლიტიკა სამუშაო გარემოში“. Equality Lab-ის მთავარი მიზანია ორგანიზაციებში შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება და თანასწორი, სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ინიციატივა აღჭურავს კერძო სექტორის წარმომადგენლებს (HR მენეჯერებს, იურისტებსა და ხელმძღვანელ პირებს) პრაქტიკული ცოდნით, რათა მათ ეფექტიანად შეიმუშაონ შრომის პოლიტიკა და შრომითი უფლებებისა და თანასწორობის პრინციპები საკუთარი ორგანიზაციების შიდა რეგულაციებში (მათ შორის, შინაგანაწესსა და სპეციალურ პოლიტიკის დოკუმენტებში) ასახონ.

„მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის”
აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია დახმარება გაუწიოს რძისა და ყველის მცირე მწარმოებელ ქალებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ ფერმებში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მომხმარებელთათვის პოტენციური რისკების


