აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია დახმარება გაუწიოს რძისა და ყველის მცირე მწარმოებელ ქალებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ ფერმებში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მომხმარებელთათვის პოტენციური რისკების შემცირება.

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა – მცირე და საშუალო ბიზნესები
პროექტის “GREEN – გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში ცხადდება ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
