გრანტები

გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)

საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 17 მარტი.

საგრანტო პროექტის აღწერა

„გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ არის სამწლიანი (2023-2025) პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ (წამყვანი ორგანიზაცია), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შეარჩევს მცირე და საშუალო ზომის რძის და თაფლის გადამამუშვებელ 4 საწარმოს (თითო რეგიონში თითო საწარმო) პროექტის სამიზნე რეგიონებიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), რომლებიც დაინტერესებული არიან მათ საკუთრებაში არსებული ბიზნესის განვითარებით.

თითოეული საწარმოსთვის განსაზღვრულია დაფინანსება მინიმუმ 10000 ევრო მაქსიმუმ 25000 ევრო ექვივალენტი ლარში 30%-იანი თანამონაწილეობის ჩათლით (იმ დღის ოფიციალური გაცვილითი კურსის გათვალისწინებით).

პროექტის მხარდამჭერი

პროექტი დაფინანსებულია-ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში 

საინფორმაციო შეხვედრები

  • 7 თებერვალი – თელავი, სასტუმრო ჰოლიდეი ინნი (ნინოშვილის ქ. #5), 13:00 საათი

  • 11 თებერვალი – ქუთაისი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ოფისი (რუსთაველის #46), 14:00 საათი

  • 12 თებერვალი – ამბროლაური, აგრობიზნეს ცენტრი (აღმაშენებლის ქ. #24), 13:00 საათი

  • 13 თებერვალი – ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი (ნინოშვილის ქ. #5), 13:00 საათი

მხარდაჭერის პაკეტი საშუალო და მცირე ზომის თხილის მწარმოებლებისთვის

მხარდაჭერის პაკეტის მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, ღირებულების ჯაჭვში გამოვლენილი აფლატოქსინის განვითარების რისკის შემცირების გზით, რომელიც გამოწვეულია თხილის მოსავლის აღების შემდგომი არასათანადო პრაქტიკითა და აღჭურვილობით. შედეგად,

ვორქშოფი კახეთში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის

თუ ხარ მეწარმე ქალი კახეთიდან და გსურს, განავითარო ფოტოგადაღებისა და სოციალური მედიის მართვის უნარები, ისწავლო, რას ნიშნავს ბრენდინგი და როგორ აქციო შენი წამოწყება წარმატებულ ბრენდად,

გააზიარე გრანტი:

Scroll to Top