გრანტები

გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)

საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლების, დისტრიბუტორებისა და საწარმოებისთვის

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 17 მარტი.

საგრანტო პროექტის აღწერა

„გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ არის სამწლიანი (2023-2025) პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ (წამყვანი ორგანიზაცია), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შეარჩევს მერძევეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლებს, დისტრიბუტორებს და საწარმოებს, სულ 16 ბენეფიციარი პროექტის სამიზნე რეგიონებიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ბიზნესის გაფართოებით.

თითოეული მცირე და საშუალო ზომის შემგროვებლის, დისტრიბუტორისა და საწარმოსთვის განსაზღვრულია დაფინანსება მინიმუმ 3000 ევრო მაქსიმუმ 5000 ევრო ექვივალენტი ლარში 30%-იანი თანამონაწილეობის ჩათლით (იმ დღის ოფიციალური გაცვილითი კურსის გათვალისწინებით).

პროექტის მხარდამჭერი

პროექტი დაფინანსებულია-ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში

საინფორმაციო შეხვედრები

  • 7 თებერვალი – თელავი, სასტუმრო ჰოლიდეი ინნი (ნინოშვილის ქ. #5), 13:00 საათი
  • 11 თებერვალი – ქუთაისი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ოფისი (რუსთაველის #46), 14:00 საათი
  • 12 თებერვალი – ამბროლაური, აგრობიზნეს ცენტრი (აღმაშენებლის ქ. #24), 13:00 საათი
  • 13 თებერვალი – ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი (ნინოშვილის ქ. #5), 13:00 საათი

 “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE – 2)

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) – ფაზა II ხორციელდება “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის” (International Partnerships Austria) დაფინანსებით, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ. პროექტის

დანერგე მომავალი

ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და გაგრძელდება 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ბაღის გაშენების აგროვადა – 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით. პროგრამის მიზნები: 1.

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა

პროგრამის მიზანია 2025 წლის თებერვლის თვეში გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში შექმნილი ფერმერული მეურნეობ(ებ)ის აღდგენა. პროგრამის ამოცანაა იმერეთისა

გააზიარე გრანტი:

Scroll to Top