თუ ხარ მეწარმე ქალი კახეთიდან და გსურს, განავითარო ფოტოგადაღებისა და სოციალური მედიის მართვის უნარები, ისწავლო, რას ნიშნავს ბრენდინგი და როგორ აქციო შენი წამოწყება წარმატებულ ბრენდად, მაშინ ეს ვორქშოფი შენთვისაა.
სამ დღიანი ვორქშოფი „ბრენდი და იდენტობა კადრში: სოციალური მედია და ფოტოგადაღება“ ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA)-ს „ერთი სოფელი -ერთი პროდუქტი” (One Village One Product -OVOP) ინიციატივის ფარგლებში.



