გრანტები

დანერგე მომავალი

პროექტის წარდგენის ბოლო ვადა: 28/02/2026

პროექტის აღწერა

ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და გაგრძელდება 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ბაღის გაშენების აგროვადა – 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

პროგრამის მიზნები:
1. Სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქცია და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგება და გაუმჯობესდება სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.
2. ადგილობრივი, ფიტოსანიტარულად სუფთა, სარგავი მასალების/ნერგების წარმოების ზრდა, Რის შედაგადაც შესაძლებელი გახდება იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების, ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის შეთავაზება. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

სამიზნე რეგიონები

მთელი საქართველოს მასშტაბით

სამიზნე მიმართულებები

მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსება;
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება;
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება;
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება

ტრენინგების სერია “Equality Lab: შრომითი უფლებები და თანასწორობის პოლიტიკა სამუშაო გარემოში”

„ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების განხორციელებაში დახმარების ტექნიკური ჯგუფი” იწყებს უფასო ტრენინგების სერიას სახელწოდებით „Equality Lab: შრომითი უფლებები და თანასწორობის პოლიტიკა სამუშაო გარემოში“. Equality Lab-ის მთავარი

 „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის” 

აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია დახმარება გაუწიოს რძისა და ყველის მცირე მწარმოებელ ქალებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ ფერმებში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მომხმარებელთათვის პოტენციური რისკების

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

პროექტისთვის, რომელიც თანადაფინანსდება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, დამატებით შესაძლებელია ისარგებლოთ შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტით, რომელიც ითვალისწინებს დამტკიცებულ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას.

დამატებითი ინფორმაცია

Scroll to Top