გრანტები

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება

პროექტის აღწერა

სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელებას იწყებს.

სამიზნე რეგიონები

პროგრამა განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამიზნე მიმართულებები

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება. პროგრამა ითვალისწინებს მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობას, ასევე, ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტითა და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.

 „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის” 

აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია დახმარება გაუწიოს რძისა და ყველის მცირე მწარმოებელ ქალებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ ფერმებში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მომხმარებელთათვის პოტენციური რისკების

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

პროექტისთვის, რომელიც თანადაფინანსდება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, დამატებით შესაძლებელია ისარგებლოთ შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტით, რომელიც ითვალისწინებს დამტკიცებულ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას.

მხარდაჭერის პაკეტი საშუალო და მცირე ზომის თხილის მწარმოებლებისთვის

მხარდაჭერის პაკეტის მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, ღირებულების ჯაჭვში გამოვლენილი აფლატოქსინის განვითარების რისკის შემცირების გზით, რომელიც გამოწვეულია თხილის მოსავლის აღების შემდგომი არასათანადო პრაქტიკითა და აღჭურვილობით. შედეგად,

დამატებითი ინფორმაცია

Scroll to Top