სამიზნე რეგიონ(ებ)ი: | - ყაზბეგი: გუდაური, კობი;
- დუშეთი: ანანური, ბაზალეთი, ჭართალი, ჭონქაძე, გრემისხევი, გუდამაყარი, ქვეშეთი, მჭადიჯვარი, ფასანაური (დაბა);
- ონი: გლოლა (სოფელი), ღარი, გომი, პიპილეთი, შეუბანი, წედისი, ცხმორი, უწერა;
- მესტია: ჭუბერი, ხაიში, იდლიანი;
- წალენჯიხა: ჭალე, ჩქვალერი, ეწერი, ჯვარი (ქალაქი), ლია, მუჟავა, ფახულანი, საჩინო, წალენჯიხა (ქალაქი);
- საჩხერე: არგვეთი, ჭალა, ჭალოვანი, ჩიხა;
- Ზუგდიდი: ახალი აბასთუმანი (სოფელი), ახალკახათი (სოფელი), ახალსოფელი, ანაკლია, ჭითაწყარი, ჭკადუაში (სოფელი), ჩხორია, დარჩელი, დიდი ნეძი, ერგეთა, განარიჯიის მუხური, ინგირი, კახათი (სოფელი), კოკი, კორცხელი, ოდიში, ოქტომბერი, ორსანტია, ორულუ, რიყე (სოფელი), რუხი, შამგონა (სოფელი), ცაიში, ზუგდიდი (ქალაქი);
- გორი: ახალუბანი, ბერბუკი, დიცი, ძევერა, კარალეთი, ქვახვრელი, მეჯვრისხევი, მერეთი, ნიქოზი, შავშვები, შინდისი, ტირძნისი, ტყვიავი, ვარიანი, ზეღდულეთი;
- ქარელი: აბისი, აგარა (დაბა), ავლევი, ბრეძი, ბრეთა, დირბი (სოფელი), დვანი, გიგანტი, მოხისი, ფცა;
- Კასპი: დოესი, კოდისწყარო, ქვემო ჭალა, ლამისყანა, მეტეხი, ოკამი, სამთავისი;
- ხაშური: ალი, ფლევი, წაღვლი
|
სამიზნე მიმართულებები: | საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი სახის მხარდაჭერა: - კაფეების/რესტორნების მიერ შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტის გახანგრძლივებას.
- ადგილობრივი ტურისტული სერვისების განვითარება, რაც უზრუნველყოფს ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას. შეთავაზებები შეიძლება მოიცავდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ტურების ორგანიზებას, სათავგადასავლო ტურისტულ შეთავაზებებს (სამთო ველოსიპედების, კლდეზე ცოცვის, სალაშქრო საცხენოსნო და ა.შ. ტურები), ეკო-ტურიზმის აქტივობებს და სხვ.
- ფერმერული მეურნეობის შემოსავლების დივერსიფიკაცია აგრო ტურისტული შეთავაზებების განვითარებით. საქმიანობები შეიძლება მოიცავდეს ფერმერულ მეურნეობაში დარჩენას და გამოცდილების მიღებას, ფერმერულ მეურნეობაში ღონისძიებების გამართვას, პროდუქციის საკუთარი ხელით კრეფას, პირდაპირი გაყიდვების ორგანიზებას და ა.შ.
- ავთენტური გამოცდილების მიწოდების მხარდაჭერა, როგორებიცაა კულინარიული, ხალხური რეწვის მასტერკლასები, სხვა კულტურული, ხელოვნებისა და მუსიკალური გამოცდილებები ან სხვა ინოვაციური იდეები. პროგრამა ხელს შეუწყობს იმ განმცხადებლებს, რომლებსაც შეუძლიათ აჩვენონ, რომ მათ წინადადებას შეუძლია გაახანგრძლივოს ტურისტების ვიზიტის ვადა.
- დანიშნულების ადგილზე კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების მხარდაჭერა მეტი ვიზიტორის მოსაზიდად.
|