ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და გაგრძელდება 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ბაღის გაშენების აგროვადა – 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
პროგრამის მიზნები:
1. Სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქცია და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგება და გაუმჯობესდება სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.
2. ადგილობრივი, ფიტოსანიტარულად სუფთა, სარგავი მასალების/ნერგების წარმოების ზრდა, Რის შედაგადაც შესაძლებელი გახდება იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების, ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის შეთავაზება. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

